“პერსონალური მონაცემების დაცვა და კანონით გათვალისწინებული სიახლეები”
📍 2024 წლის 1 მარტიდან ძალაში შევიდა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონი, რომელიც პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებს ახლებურად არეგულირებს და მონაცემთა დამმუშავებლებს მნიშვნელოვან ვალდებულებებს უწესებს.
📍ტრენინგის მიზანია პერსონალურ მონაცემთა დაცვის მარეგულირებელი კანონმდებლობის შესახებ საბაზისო ცოდნის შექმნა, რის შედეგადაც დამსწრე პირები შეძლებენ მიღებული ცოდნის ყოველდღიურ საქმიანობაში გამოყენებას, მონაცემთა დამუშავების პროცესების შეფასებას, ანალიზსა და კანონმდებლობასთან შესაბამისობას.
📍ტრენინგზე განხილული იქნება თეორიულ საკითებთან ერთად პრაქტიკული შემთხვევებიც, რაც დამსწრე პირებს დაეხმარება პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესების სწორად წარმართვაში.
სოფიო შამუგია - მოწვეული ექსპერტი - ტრენერი, რომელსაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნია და მნიშვნელოვანი მონაწილეობა აქვს მიღებული „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონის შემუშავების პროცესში.
⭕პერსონალურ მონაცემთა დაცვის მნიშვნელობა და საკანონმდებლო მოწესრიგება;
⭕პერსონალურ მონაცემთა კანონიერი დამუშავების წინაპირობები;
⭕პერსონალურ მონაცემთა დამუშავების სპეციალური წესები;
⭕მონაცემთა სუბიექტის უფლებები და მათი შეზღუდვის საფუძვლები;
⭕დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისა და დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის ვალდებულებები (მათ შორის, მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენის შეფასება, სპეციალური წარმომადგენელი და სხვა);
⭕ერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის ინსტიტუტი და სხვა.
✔️მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები
⏰ტრენინგის ხანგრძლივობა 6 (ექვსი) საათი
📍ადგილი - თბილისის თავისუფალი აკადემიის ადმინისტრაციული შენობა - ქ. თბილისი, ჯურხა ნადირაძის ქუჩა N46
ტრენინგის ღირებულება: 300 (სამასი) ლარი💸
(ღირებულებაში შედის ყავის შესვენება)
აკადემიის სტუდენტებისათვის ტრენინგი უფასოა🆓
🚩გადახდა უნდა განხორციელდეს შემდეგ ანგარიშზე: GE83BG0000000580827944