მისია

 

„ნეუ ეროვნული საგანმანათლებლო უნივერსიტეტის“  მისიაში განსაზღვრულია პრიორიტეტები, რომელიც უზრუნველყოფს სწავლის, სწავლებისა და კვლევის საუკეთესო გარემოს შეთავაზებას პროფესიული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

 

უნივერსიტეტის მისია ფოკუსირებულია უწყვეტი განათლების უზრუნველყოფაზე ევროპულ სივრცესთან ინტეგრირებით.

 

უნივერსიტეტი ორიენტირდება მუდმივად ცვალებად ციფრულ სამყაროში მულტიკულტურული და დემოკრატიული ღირებულებების მქონე თაობების მომზადებაზე და ისეთი საგანმანათლებლო ჰაბის შექმნაზე, რომელიც ემსახურება საზოგადოების კეთილდღეობას და მდგრად განვითარებას.

 

კულტურულ ფასეულობათა და სოციალურ პასუხისმგებლობათა დამკვიდრებით უნივერსიტეტს შეაქვს საკუთარი წვლილი საზოგადოების განვითარებაში.

 

უნივერსიტეტი ეროვნული, რეგიონული და ლოკალური გამოწვევების შესაბამისად, ახორციელებს ქართული ენის პოპულარიზებას.

 


ხედვა

 

„ნეუ ეროვნული საგანმანათლებლო უნივერსიტეტის“ ხედვაა ლოკალურ და საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში დაიმკვიდროს საკუთარი უნიკალური ადგილი, რომელიც დაფუძნებულია ინტერდისციპლინური სწავლის, სწავლებისა და კვლევის განვითარებაზე. უნივერსიტეტი უწყვეტი განათლების ეფექტური ფუნქციონირებისათვის მუდმივად ახდენს ახალი ველის იდენტიფიცირებას მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად.

 

უნივერსიტეტის ხედვაა დაინტერესებულ მხარეებთან კოლაბორაცია, ახალი მიდგომების კონცეპტუალიზაცია, ეთიკური პრინციპების დამკვიდრება და ტოლერანტობის განვითარება.

 

 

ღირებულებები

 

უნივერსიტეტის ღირებულებები უზრუნველყოფს სისტემის მთლიანობას, რაც ქმნის ერთიანი საგანმანათლებლო სივრცის ფასეულობებს. ღირებულება წარმოადგენს მიზან - საშუალებათა ერთობლიობას, სადაც ღირებულებები შეცვლას ან გადაფასებას ექვემდებარება. უმაღლესი სასწავლებლის მდგრადობის უზრუნველსაყოფად  უმნიშვნელოვანესია შემდეგი ძირითადი ღირებულებები:

 

🔷   აკადემიური თავისუფლება;

🔷   ინტეგრირება;

🔷   ღიაობა;

🔷   საჯაროდ ხელმისაწვდომა;

🔷   მიუკერძოებლობა;

🔷   თანასწორობა;

🔷   პატიოსნება;

🔷   სამართლიანობა;

🔷   კრეატიულობა;

🔷   სოციალიზაცია;

🔷   ინკლუზიურობა;

🔷   ლიდერობა;

🔷   პროფესიონალიზმი;

🔷   სოციალური ჩართულობა.


    

Logo

უნივერსიტეტი - შესაძლებლობები საზღვრების გარეშე

საკონტაქტო ინფორმაცია