თბილისის თავისუფალ აკადემიაში ფუნქციონირებს სტრუქტურული ერთეული - საგამოცდო ცენტრი, რომელიც პასუხისმგებელია შუალედური და ფინალური გამოცდების ადმინისტრირების პროცესზე.  საგამოცდო ცენტრი საქმიანობას ახორციელებს დებულების შესაბამისად და უზრუნველყოფს შეფასების კეთილსინდისიერებას.

 

საგამოცდო ცენტრის ფუნქციებია:

 

საგამოცდო პროცესისათვის რელევანტური გარემო ფაქტორების უზრულველყოფა;

აკადემიაში შუალედური, დასკვნითი და დამატებითი გამოცდების მოწყობა, ორგანიზება;

საგამოცდო პროცესის მონიტორინგი, შეფასება და გამოვლენილი ხარვეზების გამოსწორების მიზნით, შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;

საგამოცდო პროცესში მონაწილე პირებისათვის გამოცდებთან დაკავშირებული ინფორმაციის დროული და სრულყოფილი მიწოდება;

სააპელაციო პროცესების გამჭვირვალედ ჩატარების უზრუნველყოფა;

საგამოცდო საკითხების კონფიდენციალობის დაცვა;

შუალედური, დასკვნითი, დამატებითი გამოცდების მასალების მომზადება გამოცდებამდე, სულ მცირე, ერთი კვირით  ადრე;

გამოცდის დასრულების შემდგომ საგამოცდო ნაშრომების/ტესტების სასწავლო კურსის ხელმძღვანელისთვის  გადაცემა;

გამოცდის შედეგების (სტუდენტთა შეფასებების) სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონულ ბაზაში შეტანა.

 

Logo

აკადემია - შესაძლებლობები საზღვრების გარეშე

Contact info