„ნეუ - ეროვნული საგანმანათლებლო უნივერსიტეტის“ სენატი არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების კოლეგიური ორგანო.

 

უნივერსიტეტის სენატი, თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოსკანონის, საქართველოს კანონმდებლობისა და საკუთარი დებულების შესაბამისად.

 

სენატის შემადგენლობა განისაზღვრება შვიდი წევრით: უნივერსიტეტის დამფუძნებელი, რექტორი, სკოლის საბჭოს მიერ წარდგენილი ორი აკადემიური პერსონალი (მათ შორის ერთი აფილირებული) და ერთი მოწვეული პერსონალი, სტუდენტთა თვითმართველობის მიერ წარდგენილი 2 (ორი) სტუდენტი;

 

სენატის  წევრის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება 6 (ექვსი) წლით;

 

სენატი ამტკიცებს „ნეუ - ეროვნული საგანმანათლებლო უნივერსიტეტში“ მოქმედ უკლებლივ ყველა სამართლებრივ დოკუმენტს.

Logo

უნივერსიტეტი - შესაძლებლობები საზღვრების გარეშე

საკონტაქტო ინფორმაცია