მობილობა აკადემიაში - წესები და პროცედურები

 

მობილობის უფლება აქვს პირს რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით მოპოვებული აქვს სტუდენტის სტატუსი. მობილობის მომენტისათვის სტუდენტს გავლილი უნდა ჰქონდეს 2 (ორი) აქტიური სემესტრი საწყის უმაღლეს სასწავლებელში.

 

მობილობის მსურველი პირისათვის წარმოსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი:

 

√  განცხადება;

√  ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;

√  სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის სათანადოდ დამოწმებული ასლები;

√  სტუდენტის სასწავლო ბარათი (ნიშნების ფურცელი);

√  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

√  წინა საგანმანათლებლო საფეხურის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიული ასლი (ბაკალავრიატზე მობილობის შემთხვევაში - ატესტატის ნოტარიული ასლი ან დედანი;

           √  სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (საქართველოს მოქალაქე ვაჟებისთვის);

√  ფოტოსურათი (3X4) – ბეჭდური 2 (ორი) ალი და ელექტრონული ვერსია CD - ზე;

 

 

კრედიტების აღიარება

 

მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება კრედიტების აღიარებას ახდენს სტუდენტის მიერ წარდგენილი - პირად საქმეში არსებული დოკუმენტაციის საფუძველზე. მობილობის მსურველის მიერ დაგროვილი კრედიტების აღიარების შესახებ შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება.

 

დამატებითი კითვების შემთხვევაში დაგვირეკეთ ან მოგვწერეთ

 

ტელ.: 032 2 36 91 60

ელ.ფოსტა: info@freeacademy.edu.ge

 

Logo

აკადემია - შესაძლებლობები საზღვრების გარეშე

Contact info