NEU ეროვნული საგანმანათლებლო უნივერსიტეტის მიზანი და პრიორიტეტი ევროპულ სივრცეში ინტეგრაციაა - უნივერსიტეტი უნდა იყოს გამორჩეული უმაღლესი სასწავლებელი არა მხოლოდ საქართველოს, არამედ საერთაშორისო ასპარეზზე და ის უნდა გახდეს ევროპული საზოგადოების ღირსეული წარმომადგენელი.
უნივერსიტეტმა უმნიშვნელოვანეს წარმატებას მიაღწია ინტერნაციონალიზაციის კუთხით. გაფართოვდა საერთაშორისო პარტნიორი უნივერსიტეტების ქსელი, დაინერგა და ამოქმედდა საერთაშორისო მობილობის პროცესში აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა ჩართულობა, შემუშავდა ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამა.
მიმდინარე მდგომარეობით NEU ეროვნული საგანმანათლებლო უნივერსიტეტი თანამშრომლობს 15 ქვეყნის პარტნიორ უნივერსიტეტებთან. დაწყებული აქვს ერთობლივი კვლევითი პროექტი - კერძოდ, ბულგარეთის რუსეს უნივერსიტეტთან ერთად აკადემია ახორციელებს უმნიშვნელოვანეს კვლევით პროექტს თემაზე - „საკუთრება, როგორც კონსტიტუციური უფლება“.
NEU - ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური უზრუნველყოფს უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავებას და ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობას. მისი შუამდგომლობით ხორციელდება სხვადასხვა საერთაშორისო აქტივობები. NEU -ში ყოველწლიურად ეწყობა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციები, რომლის აქტიური მონაწილეები არიან აკადემიური და სამეცნიერო პერსონალი, სტუდენტები, კურსდამთვარებულები და სხვა დაინტერესებული მხარეები როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. უნივერსიტეტში ასევე გამოიცემა საერთაშორისო რეფერირებადი ჟურნალი „Academlab” - ი, სადაც ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია გამოაქვეყნოს სტატია (უნივერსიტეტში 1996 წლიდან ხორციელდება ყოველწლიური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია (სულ 23 (ოცდასამი) კონფერენცია).
📖 ეროვნული საგანმანათლებლო უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკის დოკუმენტი