საგანმანათლებლო სფეროს 2019 წლიდან შემოვუერთდი და ჩემთვის ეს ძალიან რთული და საპასუხისმგებლო გადაწყვეტილება იყო. პოზიცია, რომელსაც დღეს ვიკავებ ჩემს კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია, რამეთუ დიდია გამოწვევა იყო ინსტიტუციის რექტორი, რომლის სწრაფად მზარდი განვითარება და კონკურენტუნარიან გარემოში გამორჩეული ადგილის დამკვიდრება შენი მთავარი პრიორიტეტია.
მუდმივი ამბიცია, თუ რატომ უნდა აირჩიონ სტუდენტებმა „NEU ეროვნული საგანმანათლებლო უნივერსიტეტი“, ჩემი, როგორც რექტორის ერთადერთი საფიქრალია, რადგანაც სტუდენტი არის ქვეყნის ხვალინდელი დღე, ამდენად მას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა იყოს კონკურენტუნარიანი, მოახდინოს თვითრეალიზაცია, დასაქმდეს, იყოს „გაყიდვადი“, ხოლო მისი გონებრივი შესაძლებლობები გამოყენებადი, როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო ბაზარზე.
ამდენად, მე და ჩემი გუნდი ვქმნით თანამედროვე სასწავლო გარემოს ინოვაციური მეთოდების დანერგვით და ცვალებად ციფრულ ეპოქაში ვუზრუნველვყოფთ მოვამზადოთ შრომის ბაზრისათვის კონკურენტუნარიანი, მაღალკვალიფიციური და სოციალურად მაღალი ცნობიერების მქონე თაობები. ჩვენ გვაქვს პოტენციალი და მუდმივად ვინარჩუნებთ ხარისხის კულტურას, ვქმნით უნიკალურ საგანმანათლებლო გამოცდილებას, ვახორციელებთ და ვქმნით განათლების ბაზრის შესატყვის სასწავლო პროგრამებს, მუდმივ რეჟიმში ვზრუნავთ უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებაზე, რაც სამომავლოდ სტუდენტთა მაღალი კვალიფიკაციის გარანტიაა.
2019 წლიდან არაერთი კრიზისი ვაქციეთ შესაძლებლობად, მოვახერხეთ გამოწვევების მართვა, მივაღწიეთ პოზიციონირებას კონკურენტებთან მიმართებით, ჩვენი ღირსეული წვლილი შევიტანეთ ესოდენ მაღალინტელექტუალურ საქმინობაში და ქმედითი ნაბიჯები გადავდგით ჩვენი საბოლოო მიზნისკენ, რასაც ევროპულ სივრცეში ინტეგრაცია ჰქვია.
ჩემი მისიაა, „NEU ერვნულ საგანმანათლებლო უნივერსიტეტში“ შევქმნა გარემო, რომელიც სტუდენტებისთვის ყოველთვის მიმზიდველი იქნება. მინდა, მათ მთავარ ღირებულებად საქართველოს წარმატებული მომავლისკენ სწრაფვა ვაქციო. ეს გამოიხატება ინდივიდების გაძლიერებაში და ყველაზე მთავარი განათლების მეშვეობით ერთიანობის ხელშეწყობაში. ასევე, ჩემი მთავარი მისიაა „ერთობა და ცოდნა“ რაც ასახავს ღრმა კულტურულ და სოციალურ პასუხისმგებლობას ისე ჩამოვაყალიბოთ, რომ გამოვიყენოთ განათლება გაერთიანებისთვის და მულტიკულტურული ურთიერთობების ფასეულობათა სისტემის ჰარმონიაში შერწყმისათვის. რამეთუ, განათლება გარდამტეხია, როდესაც ის ორიენტირდება მუდმივად ცვალებად სამყაროში ინდივიდების ეთიკურ ლიდერებად ჩამოყალიბებაში.
ჩემი და ჩემი გუნდის საბოლოო მიზანი გახლავთ „NEU ეროვნული საგანმანათლებლო უნივერსიტეტი“, იყოს გამორჩეული უნივერსიტეტი არა მხოლოდ საქართველოს არამედ საერთაშორისო ასპარეზზე, გავხდეთ ევროპული საზოგადოების ღირსეული წარმომადგენლები და ჩვენ ამ მიზნისათვის ყველაფერს გავაკეთებთ.
„NEU ეროვნული საგანმანათლებლო უნივერსიტეტის“ რექტორი
სამართლის დოქტორი
პროფესორი
სალომე პირველი