“NEU ეროვნული საგანმანათლებლო უნივერსიტეტი”  - "გამორჩეული ცოდნით, ძლიერი მომავლით!"

 

“NEU ეროვნული საგანმანათლებლო უნივერსიტეტი” საგანმანათლებლო სივრცეს 1996 წლიდან იკავებს და მას არსებობის და საგანმანათლებლო სფეროში მოღვაწეობის უდიდესი ისტორია გააჩნია. ვალიდურია აღინიშნოს, რომ NEU ეროვნული საგანმანათლებლო უნივერსიტეტი გახლავთთბილისის თავისუფალი აკადემიის“, უმაღლესი სასწავლებელიჯორჯიას და საერთაშორისო ურთიერთობათა უნივერსიტეტის უფლებამონაცვლე.

 

2024 წლის 07 დეკემბერს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით “თბილისის თავისუფალი აკადემია” გახდა - NEU ეროვნული საგანმანათლებლო უნივერსიტეტი”.

 

უნივერსიტეტს გააჩნია ულტრათანამედროვე ინფრასტრუქტურა, რომელიც მდებარეობს ქალაქის ცენტრში, საბურთალოზე, ჯურხა ნადირაძის ქუჩა N46 - ში.

 

NEU - საუნივერსიტეტო საზოგადოება ორიენტირებულია ინსტიტუციის სტრატეგიული ამოცანების დაგეგმვასა და გენერირებაზე. უნივერსიტეტის მთავარი ღირებულება - სტუდენტის აკადემიური თავისუფლებაა. NEU - გააჩნია შესაბამისი პოტენციალი და მუდმივად ინარჩუნებს ხარისხის კულტურას, ქმნის უნიკალურ საგანმანათლებლო გამოცდილებას, ახორციელებს შრომისა და განათლების ბაზრის შესატყვის სასწავლო პროგრამებს, მუდმივ რეჟიმში ზრუნავს უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებაზე, რაც სამომავლოდ სტუდენტთა მაღალი კვალიფიკაციის გარანტიაა. ინსტიტუციის საბოლოო მიზანი ევროპულ სივრცეში ინტეგრაციაა.

 

უნივერსიტეტმა თავისი სტრატეგიული გეგმის შემუშავების და განხორციელების პროცესში დააიდენტიფიცირა და სრულად გაიაზრა საკუთარი როლი და უნიკალურობა. სწორედ ამიტომ, შექმნა ისეთი საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც ხელს უწყობს ზოგადსაგანმანათლებლო საფეხურს, მის განვითარებას და ასევე ქართული ენის პოპულარიზებას და ეთნიკურ უმცირესობებში გავრცელებას. ცნობილია, რომ ეთნიკურ უმცირესობებს საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი უკავიათ და მათთვის სრულფასოვანი განათლების რესურსის შექმნა ერთ - ერთი ძირითადი პრიორიტეტია.

 

უნივერსიტეტში მოქმედებს სოციალური პროგრამები სტუდენტებისათვის რასაც ხელს უწყობს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები, რომლის ფარგლებშიც:

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილ სტუდენტთათვის მოქმედებს შიდა გრანტი - 50 %;

სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის მოქმედებს შიდა გრანტი 50%;

სოციალურად მოწყვლადი სტუდენტების მხარდაჭერა ინსტიტუციის ბიუჯეტიდან.

 

მნიშვნელოვანი რეალობაა, რომ უნივერსიტეტში მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტები წარმატებით საქმდებიან სხვადასხვა წამყვან პოზიციებზე სახელმწიფო თუ კერძო სტრუქტურებში და მნიშვნელოვანი სტატისტიკაა, ისიც რომ NEU - კურსდამთავრებულთა 86 % დასაქმებულია, ხოლო მათ შორის 57 % დარგის მიხედვით.

 

“NEU ეროვნული საგანმანათლებლო უნივერსიტეტი - საუნივერსიტეტო საზოგადოება შედგება დარგის წამყვანი სპეციალისტებისაგან, რომლებიც ქმნიან თანამედროვე სასწავლო გარემოს ინოვაციური მეთოდების დანერგვით და ცვალებად ციფრულ ეპოქაში უზრუნველყოფენ მოამზადონ შრომის ბაზრისათვის კონკურენტუნარიანი, მაღალკვალიფიციური და სოციალურად მაღალი ცნობიერების მქონე თაობები.

 

🔹 გახდი „NEU“ - ელი!

🔹 აირჩიე „NEU“ კოდით  🔹 204 🔹

🔹„NEU“ - შესაძლებლობები საზღვრების გარეშე!

 

 

 

Logo

უნივერსიტეტი - შესაძლებლობები საზღვრების გარეშე

საკონტაქტო ინფორმაცია