„ნეუ - ეროვნულ საგანმანათლებლო უნივერსიტეტსა” და სსიპ - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.
თანამშრომლობის მიზანია ერთობლივი საქმიანობის დაგეგმვა და განხორციელება, რომელიც მიმართული იქნება ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის განათლების ხელმისაწვდომობისკენ.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს უნივერსიტეტის რექტორმა ქალბატონმა სალომე პირველმა და სამსახურის დირექტორმა ბატონმა კობა კობალაძემ.
"მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ კობა კობალაძეს “სიძლიერით გაჯერებული ადამიანური თანადგომისთვის” და ყველაზე მთავარი განათლების ხელმისაწვდომობის საქმეში ვეტერანების მიმართ გამოჩენილი სახელმწიფოებრივი ხედვისა და მტკიცე პარტნიორობისთვის!
ჩემთვის “შესაძლებლობა” ვემსახურო ადამიანებს რომლებმაც “ქვეყნის წინაშე, სამშობლოს სიყვარულისთვის, ყველაზე მაღალი ფასი გადაიხადეს” - უზომოდ ღირებულია!"
"NEU ეროვნული საგანმანათლებლო უნივერსიტეტის"
რექტორი,
სამართლის დოქტორი,
სალომე პირველი