
𝙉𝙀𝙐 - ეროვნული საგანმანათლებლო უნივერსიტეტი ერაზმუს+ ფარგლებში აცხდებს სტუდენტთა გაცვლითი პროგრამის კონკურსს ლეონის უნივერსიტეტში (ესპანეთი) 2025 - 2026 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრისთვის.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 𝙉𝙀𝙐 - ს სამართლის საბაკალავრო პროგრამის და ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს შემდეგი კრიტერიუმებით:
🔵 სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ III - VI სემესტრში;
🔵 სტუდენტებს, რომელთა GPA – მინიმუმ 2.5 - ია;
🔵 სტუდენტებს, რომელთა ინგლისური ენის ცოდნის დონე B2 - ია.
წარსადგენი დოკუმენტაცია:
1. CV;
2. ფოტოსურათი;
3. პასპორტის ასლი;
4. სამოტივაციო წერილი;
5. ცნობა ფაკულტეტიდან აქტიური სტუდენტის სტატუსის შესახებ;
6. ნიშნების ამონაწერი GPA-ის მითითებით;
7. ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი;
8. სასწავლო ხელშეკრულება;
9. ცნობა ნაკლები შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსის შესახებ (ასეთის არსებობის შემთზვევაში): სოციალურად დაუცვლის სტატუსი, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი, შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირი.
დოკუმენტები აპლიკანტმა ინგლისურ ენაზე უნდა გაგზავნოს ნეუს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ელ.ფოსტაზე: international@neu.edu.ge
აპლიკაციის გაგზავნის ბოლო ვადა: 2025 წლის 30 მაისი.
ერაზმუს+ ფარგლებში გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მსურველთათვის "ნეუ ეროვნულ საგანამანათლებლო უნივერსიტეტში" ჩატარდება ტესტირება ინგლისურ ენაში (B2 დონე).
ტესტირებაზე რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2025 წლის 20 მაისის ჩათვლით.
ტესტირების დრო: 21.05.2025 - 12:00 სთ.
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, მიმართეთ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს: international@neu.edu.ge