ტექნოლოგიებზე დაფუძნებული გენდერული ნიშნით ძალადობა (TFGBV): ფორმები და პრევენცია

შეხვედრების ციკლის ფარგლებში, თბილისის თავისუფალ აკადემიაში გაიმართება ტრენინგი თემაზე - 
 
“ტექნოლოგიებზე დაფუძნებული გენდერული ნიშნით ძალადობა (TFGBV): ფორმები და პრევენცია”.
 
შეხვედრა ხორციელდება გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 - დღიანი კამპანიის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს დასრულდეს ძალადობა ქალების მიმართ მსოფლიოში.
 
მისამართი - ქ. თბილისი, საბურთალო, ჯურხა ნადირაძის ქუჩა N46 - თბილისის თავისუფალი აკადემიის ადმინისტრაციული შენობა.
 
⏳03.12.2024
⏰16:00
 
პროგრამის მოკლე აღწერა:

2023 წლის სექტემბრიდან, მერსი ქორფსის წარმომადგენლობამ საქართველოში დაიწყო 3 წლიანი პროგრამა საქართველოსა და სომხეთში - „უსაფრთხო ონლაინი: ქალთა გაძლიერება ციფრულ ეკონომიკაში“.
 
პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას ციფრული ტრანსფორმაციის დემოკრატიზაციისა და ბიზნესში ქალების ონლაინ უსაფრთხოების უზრუნველყოფის გზით.
 
პროგრამის ფარგლებში ხორციელდება აქტივობები, რაც მოიცავს ტექნოლოგიებზე დაფუძნებული გენდერული ნიშნით ძალადობის ფორმებისა (TFGBV) და მათგან თავის დაცვის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას, TFGBV-ის კვლევას საქართველოსა და სომხეთში, სამთავრობო, არასამთავრობო, ბიზნეს და საგანმანათლებო ორგანიზაციების გაერთიანებას ზემოთ ნახსენები TFGBV-ის პრევენციისთვის და შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავებისთვის.
 
პროგრამა დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით და ხორციელდება “მერსი ქორფსის” მიერ.
 
პროგრამის ”უსაფრთხო ონლიანი: ქალთა გაძლიერება ციფრულ ეკონომიაში” პარტნიორი ორგანიზაციებია: საქართველოში - სტრატეგიის და განვითარების ცენტრი (CSD), ხოლო სომხეთში - გავლენის ინოვაციების ინსტიტუტი (IMINI).
 
 
𝑭𝙧𝒆𝙚 𝘼𝒄𝙖𝒅𝙚𝒎𝙮 𝙤𝒇 𝑻𝙗𝒊𝙡𝒊𝙨𝒊
 

Logo

უნივერსიტეტი - შესაძლებლობები საზღვრების გარეშე

საკონტაქტო ინფორმაცია