გადმოდი NEU - ში

მობილობის პერიოდი:

29.01.2025 - 07.02.2025

 

მობილობის უფლება აქვს პირს რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით მოპოვებული აქვს სტუდენტის სტატუსი. მობილობის მომენტისათვის სტუდენტს გავლილი უნდა ჰქონდეს 2 (ორი) აქტიური სემესტრი საწყის უმაღლეს სასწავლებელში.

 

მობილობის მსურველი პირისათვის წარმოსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი:

 

√  განცხადება;

√  ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;

√  სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის სათანადოდ დამოწმებული ასლები;

√  სტუდენტის სასწავლო ბარათი (ნიშნების ფურცელი);

√  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

√  წინა საგანმანათლებლო საფეხურის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიული ასლი (ბაკალავრიატზე მობილობის შემთხვევაში - ატესტატის ნოტარიული ასლი ან დედანი;

√  სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (საქართველოს მოქალაქე ვაჟებისთვის);

√  ფოტოსურათი (3X4) – ბეჭდური 2 (ორი) ცალი და ელექტრონული ვერსია CD - ზე.

 

Logo

უნივერსიტეტი - შესაძლებლობები საზღვრების გარეშე

საკონტაქტო ინფორმაცია