განვითარება ჩვენი პრიორიტეტია

თბილისის თავისუფალი აკადემიის პარტნიორი გახდა ბულგარეთის რუსეს „ანგელ ყანჩევის“ უნივერსიტეტი✍
 
ბულგარეთის რუსეს „ანგელ ყანჩევის“ უნივერსიტეტი თანამშრომლობს ევროპის, აზიისა და ამერიკის 40 - მდე ქვეყნასთან 20 (ოცი) საერთაშორისო პროგრამის ირგვლივ✍
 
ახალი პარტნიორობის ფარგლებში "თბილისის თავისუფალი აკადემია" და ბულგარეთის „რუსის“ უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი და შერჩეული სტუდენტები მოახდხენენ ერთობლივი კვლევითი პროექტის განხორციელებას👇
 
განვითარება ჩვენი პრიორიტეტია💪
 

კვლევის მიზანი👇

 

საკვლევი თემის მიზანია სიღრმისეული ანალიზი და მოკვლევა ჩატარდეს ამ უმნიშვნელოვანესი საკითხის ირგვლის, თუ კონკრეტულად რა დროს, რა ზომიერებით, რა ინსტრუმენტებით უნდა იყოს საკუთრების უფლების შეზღუდვა დაშვებული ისე, რომ მესაკუთრის კონსტიტუციით გარანტირებული უფლება არ იყოს უგულვებელყოფილი. პარტნიორ სახელმწიფოში დამოკიდებულება და სტრატეგია თემის ირგვლივ.

 

თემის აქტუალობა👇 

 

საკუთრების უფლების შეზღუდვა და მართლზომიერება.

სახელმწიფოს აქვს საკუთრების უფლებაში ჩარევის სათანადო სამართლებრივი საფუძველი თუ არა;

საკუთრების უფლების შეზღუდვა ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს თუ არა;

არის თუ არა მიზნის მისაღწევად აუცილებელი, თანაზომიერი ანუ პროპორციული ღონისძიება.

 

✔️მხარეები თანხმდებიან, რომ საკვლევი თემის აქტუალობიდან გამომდინარე, საჭიროების შემთხვევაში, მონაცემთა გაცვლის აუცილებლობისას ორივე პარტნიორი უნივერსიტეტი გამოთქვამს მზაობას კვლევითი საქმიანობის საველე სამუშაოები ჩაატაროს და მასპინძლობა გაუწიოს მეორე მხარეს მომუშავე ჯგუფს. 

 

კვლევითი პროექტის ფარგლებში ყველა ფინანსური ხარჯი გაწული იქნება პარტნიორი უნივერსიტეტების ბიუჯეტიდან შეთანხმებისამებრ.

 

კვლევითი პრიოექტის საბოლოო მიზანი:👇

 

კვლევითი პროექტის საბოლოო შედეგი, რომელიც იქნება დამუშავებული მეცნიერულად და ექნება ნაშრომის სრულყოფილი სახე გამოყენებადი იქნება არა მხოლოდ სტუდენტებისთვის, არამედ ასევე ამ სფეროში მოღვაწე ლექტორებისთვის, მეცნიერებისთვის და პრაქტიკოსი იურისტებისთვის ✔️

 

Logo

აკადემია - შესაძლებლობები საზღვრების გარეშე

Contact info