გაიგე მეტი

თბილისის თავისუფალი აკადემია 2021 წლის 28 - 29 მაისს, 20:00 საათზე ატარებს სასერტიფიკატო ტრენინგს.

თემა: "ჰიბრიდული სწავლების გამოწვევები საუნივერსიტეტო სივრცეში".

ტრენინგი ჩატარდება online - Zoom Video Communications პლატფორმის გამოყენებით.

ტრენერი: ზაზა ცოტნიაშვილი.

ზაზა ცოტნიაშვილი არის კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის საბაკალავრო და მედიის კვლევებისა და მულტიმედია წარმოების სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელი. სოციალურ მეცნიერებათ დოქტორი, პროფესორი. ოთხი წლის განმავლობაში ის იყო გორის უნივერსიტეტი რექტორი, სადაც განხორციელდა განათლების წარმატებული რეფორმა;

განათლების მიმართულებით აქტიური საქმიანობის გამოხატულებაა მის მიერ დაფუძნებული გნათლების სახლი, რომელსაც ხელმძღვანელობს მე-9 წელია.

ზაზა ცოტნიაშვილი 25 წელზე მეტია კუთხულობს ლექციებს სხვადასხვა უნივერსიტეტეტბში, საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე საქართველოსა და უცხოეთში, მისი სალექციო კურსებია:

კონფლიქტების გაშუქება;
- საინფორმაციო ომები და მედია;
- პოლიტიკის გაშუქება;
- კომუნიკაციები;
- ჰიბრიდული სწავლება.

ზაზა ცოტნიაშვილი აქტიურადაა ჩართული ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში, პროექტებში, ტრენინგებში.
მისი კვლევის მიმართულებებია: საინფორმაციო ომები, კონფლიქტების გაშუქება, მედიაგანათლება, ჰიბრიდული სწავლება.

ჰიბრიდული სწავლების ტრენერთა ტრენერის კვალიფიკაცია და ევროსტანდარტის სერტიფიკატის გაცემის უფლებამოსილება ზაზა ცოტნიაშვილმა მოიპოვა ავსტრიაში, იოჰან ნოიმის უნივერსიტეტში.

Logo

აკადემია - შესაძლებლობები საზღვრების გარეშე

საკონტაქტო ინფორმაცია