„წარმატებული აკადემიელები“

თბილისის თავისუფალი აკადემია - რუბრიკა „წარმატებული აკადემიელები“.

სოფო ალფაიძე - თბილისის თავისუფალი აკადემიის ბიზნესი ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის ერთ - ერთი ყველაზე წარმატებული და ინსტიტუციისათვის უმნიშვნელოვანესი სტუდენტია. ამავდროულად მან 2019 წელს დაამთავრა ვებ ინტერფეისის დიზაინერის III საფეხურის პროფესიული პროგრამა. ხოლო 2018 წლიდან იგი გვევლინება თბილისის თავისუფალი აკადემიის ადმინისტრაციის საუკეთესო თანამშრომლად. მისი ჩართულობა ინსტიტუციის საქმიანობაში უკვე პოზიტიურ ხასიათს ატარებს.

სოფო მუდმივ რეჟიმში ზრუნავს საკუთარი მსოფლმხედველობის განვითარებაზე. 2015 წლიდან დღემდე მნიშვნელოვანია მისი ეთიკური რელატივიზმი, რომლითაც იგი ახორციელებს თთა - ს არაერთ მნიშვნელოვან პროექტსა თუ აქტივობას. მისი ცნობიერების ნაკადი მუდმივად აფილირდება კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებსა და ტრენინგებში, ასევე საერთაშორისო - სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობით.

 

„2018 წლიდან გავხდი „დიდი ოჯახის პატარა წევრი“. ვფიქრობ, რომ აკადემია თავის სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას მაქსიმალურად წარმოაჩინონ თავიანთი შესაძლებლობები და ხელი შეუწყონ მათ მრავალმხრივ განვითარებას. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე გავხდი თბილისის თავისუფალი აკადემიის გუნდის წევრი. აკადემიამ მომცა შესაბამისი ცოდნა და უნარი, რათა შევძლო დავიმკვიდრო ჩემი ადგილი საგანმანათლებლო სივრცეში. და ბოლოს, მთავარია მოვინდომოთ, ვაკეთოთ ის რაც ყველაზე მეტად გვიყვარს და გამოგვდის, წარმატება კი აუცილებლად მოვა. შეუძლებელი ხომ არაფერი არ არის!“

 

Logo

აკადემია - შესაძლებლობები საზღვრების გარეშე

Contact info