საქართველოს ნოტარიუსთა პალატა აკადემიის პარტნიორია

თბილისის თავისუფალ აკადემიასა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს თბილისის თავისუფალი აკადემიის რექტორმა ქალბატონმა სალომე პირველმა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარემ ბატონმა დავით ფუტკარაძემ.

თანამშრომლობის პროცესში მხარეები ხელს შეუწყობენ აკადემიის სტუდენტთა პრაქტიკის უზრუნველყოფას, თემატური ღონისძიებების დაგეგმვას და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობას.

Logo

აკადემია - შესაძლებლობები საზღვრების გარეშე

საკონტაქტო ინფორმაცია