ახალი თანამშრომლობა

თბილისის თავისუფალ აკადემიასა და სსიპ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურის საჯარო სკოლას შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.

 

თბილისის თავისუფალი აკადემია გეგმავს განახორციელოს ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის მიზანია საქართველოს სახელმწიფო ენა შეასწავლოს საქართველოს მოქალაქე ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს.

 

ამ პროცესში მნიშვნელოვანია მხარეთა ჩართულობა, რისთვისაც მადლობას ვუხდით სსიპ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურის საჯარო სკოლის ადმინისტრაციას.

Logo

აკადემია - შესაძლებლობები საზღვრების გარეშე

საკონტაქტო ინფორმაცია