„წარმატებული აკადემიელები“

თბილისის თავისუფალი აკადემია - რუბრიკა „წარმატებული აკადემიელები“.

გიორგი იაშვილი თბილისის თავისუფალი აკადემიის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კურსდამთავრებულია და მიმდინარე მდგომარეობით ხელმძღვანელობს თბილისის თავისუფალი აკადემიის საერთაშორისო ურთიერთობათა სამსახურს.

გიორგი იაშვილი თბილისის თავისუფალ აკადემიაში 2016 - 2018 წლებში ინგლისური ფილოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობდა. ამჟამად კი ის ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტის (Vrije Universiteit Brussel) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრია - „შემიძლია ღიად ვთქვა რომ თბილისის თავისუფალმა აკადემიამ გამიკვალა გზა როგორც აკადემიური, აგრეთვე პიროვნული განვითარების ჭრილში. აქ მიღებული გამოცდილება დამეხმარა აკადემიური კარიერის საზღვარგარეთ გაგრძელებაში.“

 

„სწავლის განმავლობაში ყოველთვის მიხაროდა აკადემიაში მისვლა და აკადემიელებთან ურთიერთობა! ყოველთვის მხვდებოდა მაღალი კულტურული და აკადემიური ფასეულობებით გაჯერებული სივრცე, ურთიერთობის და ურთიერთთანამშრომლობის მისაბაძი სტანდარტები და, რაც ჩემი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანია - სტუდენტის პიროვნულ წარმატებაზე მორგებული, ორიენტირებული და კონცენტრირებული მიდგომა. ყოველთვის ვამბობდი და დღესაც ვიტყვი - თბილისის თავისუფალი აკადემია პიროვნული წარმატების რეცეპტის ყველაზე მთავარი ინგრედიენტია!„ - ამბობს გიორგი იაშვილი.

 

Logo

აკადემია - შესაძლებლობები საზღვრების გარეშე

Contact info