"წარმატებული აკადემიელები"

თბილისის თავისუფალი აკადემია - რუბრიკა "წარმატებული აკადემიელები".

ცოტნე მაჭავარიანი - თბილისის თავისუფალი აკადემიის სტუდენტი.

ცოტნე მაჭავარიანი მიზანში მსროლელია. მან არაერთხელ ასახელა საკუთარი ქვეყანა თავისი წარმატებით და არაერთი ჯილდო თუ მედალი მოიპოვა.

ცოტნე მაჭავარიანის დედა ნინო სალუქვაძე ქართველი ოლიმპიური მსროლელი გახლავთ, ამდენად სროლა ცოტნეს ცხოვრებაში ძალიან ღრმა ბავშობიდან ჩნდება. 2013 წლიდან ის აქტიურად ერთვება ამ სპორტში და ძალიან ბევრ ჩემპიონატში იღებს მონაწილეობას.

2016 წელს ცოტნე მაჭავარიანმა ევროპის ჩემპიონატზე მე-6 ადგილი დაიკავა - 10 მეტრიდან სროლაში, ხოლო 2015, 2017 და 2019 წლებში ის არაერთხელ გახდა ევროპის ჩემპიონატებში ბრინჯაოს მედალის მფლობელი.

ოტნე ფიქრობს, რომ თბილისის თავისუფალი აკადემია მას აძლევს შესაძლებლობას განსხვავებული კუთხით განვითარებაც შეძლოს. ის ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლობს და საკუთარ მოსაზრებას გვიზიარებს: „ძალიან მომწონს, რომ „თბილისის თავისუფალი აკადემია“ მუდმივად ცდილობს რაღაც ახალი, განსხვავებული და გამორჩეული შესთავაზოს თავის სტუდენტებს. ამ რუბრიკის წამოწყებაც, ჩემი აზრით, ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა, რათა მეტ სტუდენტს მიეცეს მოტივაცია, მეტი წარმატებული ახალგაზრდა გაიცნოს საზოგადოებამ და მეტი მაგალითი მიეცეთ მომავალ სტუდენტებს“.

 

Logo

უნივერსიტეტი - შესაძლებლობები საზღვრების გარეშე

საკონტაქტო ინფორმაცია