19.10.2020 თბილისის თავისუფალი აკადემიის რექტორმა, ქალბატონმა სალომე პირველმა, უსაფრთხოების წესების სრული დაცვით, გამართა გეგმიური შეხვედრა აკადემიურ პერსონალთან!

შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნა Online სწავლების საკვანძო საკითხები, პრობლემები და გადაჭრის გზები;

აკადემიის რექტორმა გასცა რეკომენდაციები ლექციების დისტანციურ რეჟიმში უწყვეტად და უხარვეზოდ წარმათვასთან დაკავშირებით;

ამავე შეხვედრის ფარგლებში, რექტორმა კვალიფიკაციის ასამაღლებელი სერთიფიკატებით დააჯილდოვა დოქტორი მარინა გუნარეს, ბალტიის საერთაშორისო აკადემიის პროფესორის საავტორო ტრენინგის ,,შემოქმედებითი მიდგომები თანამედროვე სპეციალისტების მომზადებაში!" ყველა მონაწილე.

თბილისის თავისუფალი აკადემია აქტიურ რეჟიმში აგრძელებს განვითარებასა და ინოვაციების დანერგვას სასწავლო პროცესში!