
თბილისის თავისუფალი აკადემიისა და Georgian Educational Center/ქართული განათლების ცენტრის ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში გთავაზობთ Online ტრენინგს - სპიკერფობია ნებისმიერი ასაკისთვის.
ტრენინგი ტარდება შშმ ბავშვების დასახმარებლად. სპიკეროფობიის საავტორო ტრენინგს ყველა ასაკისათვის გაუძღვება - საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი და პიარფსიქოლოგიის ავტორი მაგდა კოტრიკაძე.
ტრენინგზე დასწრების შედეგად გაიგებთ: თუ რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი საჯარო გამოსვლა იყოს ეფექტური და წარმატებული;
შეისწავლით საჯაროდ სიტყვით გამოსვლის ძირითად პრინციპებს;
თუ როგორ შეიძლება სხეულის ენის და ხმის ეფექტური გამოყენება;
თუ როგორ შეიძლება დავძლიოთ საჯაროდ გამოსვლის შიში და დისკომფორტი.