სასწავლო წლის დაწყება

თბილისის თავისუფალი აკადემიის თითოეულ სტუდენტს ვულოცავ სასწავლო წლის დაწყებას.

განათლების სისტემაში არსებული გამოწვევებისა და არაერთი დაბრკოლების მიუხედავად, ვფიქრობ, რომ უახლოეს პერიოდში თითოეული თქვენგანი შეძლებს აუდიტორიებში დაბრუნებას და ახალი შემეცნებითი წარმატების მიღწევას.

ხშირად მითქვამს და კიდევ გეტყვით, რომ თქვენ საქართველოს ხვალინდელი დღე და ხვალინდელი სიტყვა ხართ! ამდენად ჩვენ - თბილისის თავისუფალი აკადემიის სრული ადამიანური რესურსი, აკადემიური პერსონალი და ყველა ამ სფეროში ჩართული პირი მუდმივად თქვენს სამსახურშია.

სამართლის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის თავისუფალი აკადემიის რექტორი, პროფესორი - სალომე პირველი.

Logo

უნივერსიტეტი - შესაძლებლობები საზღვრების გარეშე

საკონტაქტო ინფორმაცია