ისარგებლე რიგგარეშე მობილობით აკადემიაში და ისწავლე ერთი წელი სრულიად უფასოდ!
🔵 ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა;
🔵 ბიზნესის ადმინისტრირების (ინგლისურენოვანი) საბაკალავრო საგანმანათლებო პროგრამა;
🔵 სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა;
🔵 ფსიქოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა.
თბილისის თავისუფალ აკადემიაში რიგგარეშე მობილობა სტუდენტებისათვის განხორციელდება გამარტივებული წესით.
რიგგარეშე მობილობით დაინტერესებულმა სტუდენტებმა განცხადება და პირადი საქმის ასლები თბილისის თავისუფალ აკადემიაში უნდა წარმოადგინონ 2024 წლის 27 სექტემბრიდან 06 ოქტომბრის ჩათვლით.
ჩარიცხვამდე:
✔️ განცხადება რექტორის სახელზე (ივსება ადგილზე);
✔️ პასპორტის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
✔️ საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის/ატესტატის ქსეროასლი;
✔️ ამონაწერი სტუდენტის სასწავლო ბარათიდან, დამოწმებული ბეჭდით;
✔️ სტუდენტის თავდაპირველი ჩარიცხვისა და სხვა სტატუსის განმსაზღვრელი ბრძანებების დამოწმებული ასლები.
ჩარიცხვის შემდეგ:
✔️ საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
✔️ სტუდენტის სასწავლო ბარათი;
✔️ ფოტოსურათი 3X4 (CD);
✔️ წვევამდელის სამხედრო სააღრიცხვო მოწმობის ასლი (საქართველოს მოქალაქე ვაჟებისთვის);
✔️ სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის ბრძანება.