მიზნობრივი სამეცნიერო - კვლევითი პროექტის კონკურსი

თბილისის თავისუფალი აკადემიის ბიზნესის ადმინისტრირებისა/სოციალურ მეცნიერებათა და სამართლის სკოლაში გამოცხადდა მიზნობრივი სამეცნიერო - კვლევითი პროექტების კონკურსი.

 

საკონკურსო საბუთების მიღების ვადა განისაზღვრა - 2024 წლის 17 იანვრიდან 2024 წლის 17 თებერვლის ჩათვლით.

 

კონკურსანტებმა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

 

ა. განცხადება;

ბ. სამეცნიერო კვლევითი პროექტის აღწერილობა;

გ. კვლევითი პროექტის ხარჯთაღრიცხვა;

დ. პროექტში მონაწილეთა CV;

ე. პროექტში მონაწილე სტუდენტთა ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ და სასწავლო ბარათი;

ვ. სტუდენტთა წერილობითი თანხმობა პროექტში მონაწილეობის შესახებ.

Logo

უნივერსიტეტი - შესაძლებლობები საზღვრების გარეშე

საკონტაქტო ინფორმაცია