რექტორთა საბჭოს შეხვედრა

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში 03 ნოემბერს რექტორთა საბჭოს შეხვედრა გაიმართა.
 
შეხვედრას საქართველოში ავტორიზებული სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების რექტორები ესწრებოდნენ.
 
შეხვედრის მსვლელობის პროცესში განხილულ იქნა სამი კერძო ავტორიზებული უნივერსიტეტის/სასწავლო უნივერსიტეტის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედ კონფერენციაში გაწევრიანების საკითხი:
 
1. "გეომედი";
2. "თბილისის თავისუფალი აკადემია";
3. "ავიცენა" - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტი.
 
მოცემულ საკითხს საბჭოს წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი - "რექტორთა კონფერენცია ულოცავს მათ და უსურვებს ერთობლივ წარმატებულ საქმიანობას უნივერსიტეტების და ქვეყნის სასიკეთოდ".
 
თბილისის თავისუფალი აკადემიის მთელი საუნივერსისტეტო საზოგადოების სახელით ვულოცავთ თბილისის თავისუფალი აკადემიის რექტორს ქალბატონ სალომე პირველს რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის წევრობას.

Logo

უნივერსიტეტი - შესაძლებლობები საზღვრების გარეშე

საკონტაქტო ინფორმაცია