„წარმატებული აკადემიელები“

თბილისის თავისუფალი აკადემია - რუბრიკა „წარმატებული აკადემიელები“.

გიორგი ოძელაშვილი თბილისის თავისუფალი აკადემიის ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულია.

გიორგი ოძელაშვილი ექსტრემალური მოტომრბოლელია. ის მოტოკროსში საქართველოს სამგზის ჩემპიონი, ამიერკავკასიის ჩემპიონატების გამარჯვებული და ასევე „RED BULL SEA TO SKY”- ის 2012 წლის მსოფლიოს ღია ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია.

გიორგი ოძელაშვილი პირველი ექსტრემალური მოტომრბოლელი გახდა, რომელმაც მოახერხა საერთაშორისო სარბიელზე ასეთი წარმატების მიღწევა.

საქართველოში ჩატარდა შეჯიბრი, სადაც გიორგი ოძელაშვილს მოტოციკლით წყალზე უნდა გაევლო და მან ყვარლის ტბაზე 1200 მეტრი 59 წამში გაიარა.

 

Logo

აკადემია - შესაძლებლობები საზღვრების გარეშე

Contact info