„წარმატებული აკადემიელები“

თბილისის თავისუფალი აკადემია - რუბრიკა „წარმატებული აკადემიელები“.

ნინი მახარაძე თბილისის თავისუფალი აკადემიის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა საბაკალავრო პროგრამის წარმატებული კურსდამთავრებულია. ნინოს თავდაპირველი ნაბიჯები მუსიკალურ კარიერასა და სამოდელო სააგენტოებში საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა, თუმცაღა საბოლოო არჩევანი უცხო ენების შესწავლაზე შეაჩერა და შედეგად დღეს ფილოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხს ფლობს ინგლისურ ენასა და ლიტერატურაში.

მიმდინარე მდგომარეობით ნინო ტურისტული სააგენტოს დირექტორია და არაერთ ტურისტს მასპინძლობს საქართველოში - აცნობს მათ ჩვენს კულტურასა და ღირსშესანიშნაობებს. რაც შეეხება აკადემიასთან მის ურთიერთობას, ის მხოლოდ სტუდენტობით არ დასრულებულა, ნინისა და აკადემიის თანამშრომლობა დღესაც გრძელდება, რის ფარგლებშიც, ნინი აკადემიის ერთ - ერთი წარმატებული ლექტორია და ჩართულია აკადემიის მიერ აბიტურიენტთათვის უფასო ინგლისური ენის შემსწავლელ პროექტში.

„თბილისის თავისუფალი აკადემია გახდა ტრამპლინი, რომ შემდგომში ფრანგულ - ქართულ უნივერსიტეტში გამეგრძელებინა სწავლა, ხოლო დღეს კი გახლავართ საფრანგეთის „ლიონის“ უნივერსიტეტის მაგისტრანტი“ - ნინი მახარაძე. 
 
 

Logo

უნივერსიტეტი - შესაძლებლობები საზღვრების გარეშე

საკონტაქტო ინფორმაცია