თბილისის თავისუფალი აკადემია - რუბრიკა „წარმატებული აკადემიელები“.
თორნიკე კანდელაკი წარმატებული მოჭიდავეა ბერძნულ - რომაული სტილით ჭიდაობაში. იგი არაერთი საერთაშორისო ტურნირის, საპრიზო ადგილისა და საქართველოს ჩემპიონატის სინჯის მედლის მფლობელია სხვადასხვა ასაკობრივი ზღვარის მიხედვით.
2015 წელს თბილისში ჩატარდა მიხეილ სალაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი, რომლის ფინალში გამარჯვებამაც უდიდესი წარმატება მოუტანა თორნიკე კანდელაკს.
თორნიკე კანდელაკმა 2016 წელს სომხეთის ქალაქ ლენინაკანში გამართულ ამიერკავკასიის ჩემპიონატში მოიპოვა ჩემპიონის ტიტული, ხოლო 2018 წელს ბულგარეთის ქალაქ რუსეში ტურნირი მესამე საპრიზო ადგილით დაასრულა.
„თბილისის თავისუფალ აკადემიაში ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარების შედეგად მოვხვდი, ეს წლები საუკეთესო გამოცდილება იყო ჩემთვის, როგორც პროფესიული ასევე ადამიანური ურთიერთობების განვითარებისათვის. აკადემია დამეხმარა დამეგროვებინა საუკეთესო მოგონებები. მქონდა ძალიან დიდი ხელშეწყობა და თანადგომა სპორტული კარიერის მხრივ“ - თორნიკე კანდელაკი.