
თბილისის თავისუფალი აკადემია წარმოგიდგენთ რუბრიკას "წარმატებული აკადემიელები".
თეიმურაზ ბერიძე არამარტო აკადემიის წარმატებული სტუდენტია, არამედ იგი მრავალი წელია სამშობლოს სადარაჯოზე დგას.
თეიმურაზ ბერიძეს მონაწილეობა აქვს მიღებული სამშვიდობო ოპერაციებში - 2006 წელს ერაყში, ხოლო 2011, 2013 და 2016 წლებში კი ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში. იგი მონაწილეობდა რუსეთ - საქართველოს ომში 2008 წელს. ამავდროულად, იგი არის ომის ვეტერანი და მიღებული აქვს ქაქუცა ჩოლოყაშვილის ჯილდო, ნატოს გენერალური მდივნის სტოლტენბერგი მედალი სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისათვის, ასევე აქვს მედლები 1,2 და 3 ხარისხის უმწიკვლო სამსახურისათვის.
დაკავებული თანამდებობები: ათეულის მეთაური, ოცეულის სერჟანტი, ასეულის სერჟანტი, ბატალიონის სერჟანტი, ამჟამად მსახურობს არტილერიის ბრიგადის მთავარ სერჟანტის თანამდებობაზე. სამხედრო ჩინი „მთავარი სერჟანტი“.