ცნობილი ჟურნალი Forbes Georgia მრავალი წელია საკუთარ მკითხველს უზიარებს იმ უმაღლესი სასწავლებლების რეიტინგულ სიას (რეიტინგი მოცემულია ერთიანი ეროვნული გამოცდების ანალიზის შედეგად), რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ სტანდარტებს:
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მისია და სტრატეგიული განვითარება;
ორგანიზაციული სტრუქტურა და მართვა;
საგანმანათლებლო პროგრამები;
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პერსონალი;
სტუდენტები და მათი მხარდამჭერი ღონისძიებები;
კვლევა, განვითარება ან/და სხვა შემოქმედებითი საქმიანობა;
მატერიალური, საინფორმაციო და ფინანსური რესურსები.
2020 წლის Forbes Georgia-ს ჟურნალში თბილისის თავისუფალი აკადემია საკუთარი ისტორიის მანძილზე პირველად, უმაღლესი სასწავლებლების რეიტინგულ სიაში ღირსეულად პოზიციონირდა!
აკადემია უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს განვითარებას და მოწოდებულია მოახდინოს საგანმანათლებლო პროცესის სრულყოფა!
მთავარი