ფაკულტეტის დეკანი: მარინე კობალავა
პროგრამის ხელმძღვანელები: დავით შოშიტაშვილი
პროგრამის ხანგრძლივობა: 4 წელი, 240 ECTS
მისანიჭებელი ხარისხი: ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი/ Bachelor of Business Administration
სწავლის საფასური საუნივერსიტეტო დაფინანსებით საქართველოს მოქალაქეებისთვის: 9900 ლარი (ერთი წელი); უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის – 2900 აშშ დოლარი;
სწავლების ენა: ინგლისური
პროგრამაზე ჩარიცხვა: ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე/ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე
ინგლისური ენა B2 დონე, ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი
მაღალკვალიფიციური აკადემიური პერსონალი;
ცნობილი მეცნიერები და პრაქტიკოსი სპეციალისტები;
ქართველი და უცხოელი ლექტორები;
კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადება, რომლებიც შეძლებენ რეალიზდნენ ადგილობრივ და საერთაშორისო შრომით ბაზარზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ცოდნის საფუძვერზე;
თეორიული და პრაქტიკული ასპექტების საფუძვლიანი ცოდნის, პრაქტიკული უნარებისა და ზოგადი კომპეტენციების უზრუნველყოფა;
გაცვლითი პროგრამები;
თბილისის თავისუფალი აკადემიის ბიბლიოთეკაში უახლესი ინგლისურენოვანი სასწავლო და პრაქტიკული ლიტერატურის ხელმისაწვდომობა.
სტუდენტური სერვისები:
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მატერიალურ - ტექნიკური ბაზა და სწავლების თანამედროვე ელექტრონული სერვისები: სარეკრეაციო სივრცეები, სივრცეები ჯგუფური მუშაობისთვის, ულტრათანამედროვე დიზაინის ბიბლიოთეკა, სამკითხველო დარბაზი, საკონფერენციო დარბაზი, სასამართლო დარბაზი, სტუდენტური ლაუნჯი, უახლესი საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები;
სტუდენტთა/კურსდამთავრებულთა დახმარებისა და კარიერული განვითარების სერვისები: დასაქმება და სტაჟირება თბილისის თვისუფალი აკადემიის პარტნიორ ორგანიზაციაში, შიდა საუნივერსიტეტო სტაჟირების სერვისი; ტრენინგები, სასერტიფიკატო კურსები, ვორკშოპები და სასწავლო ვიზიტები საერთაშორისო პარტნიორ უნივერსიტეტებში;
ფინანსური მხარდაჭერის სერვისები: მაღალი GPA მქონე სტუდენტებისათვის საუნივერსიტეტო სტიპენდია, სპორტულ-კულტურული და კვლევითი შიდა საუნივერსიტეტო გრანტი, ერთჯერადი ჯილდო, სწავლის საფასურის გადახდის მოქნილი სისტემა;
საინტერესო სტუდენტური ცხოვრება: სტუდენტური სპორტული, კულტურული და შემეცნებითი კლუბები, თეატრალური დასი.