Return back reply

    დაშვების წინაპირობა

ბიზნესის ადმინისტრირების ინგლისურენოვანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:

 

ინგლისურენოვან ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება აქვთ სრული ზოგადი განათლების ატესტატის მქონე საქართველოს მოქალაქეებს, ერთიანი ეროვნული გამოცდების (ქართული ენა და ლიტერატურა; უცხოური ენა (ინგლისური); ისტორია ან მათემატიკა) შედეგების (ინგლისურ ენაში მინიმუმ (50%+1)) საფუძველზე. ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სტუდენტთა მიღება/ჩარიცხვა დასაშვებია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“ - მუხლი 52).

 

პროგრამაზე სწავლის აუცილებელი პირიობაა B2 დონის ფლობა ინგლისურ ენაში, რომელიც შეიძლება დადასტურდეს შესაბამისი ცოდნის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტით და /ან თბილისის თავისუფალი აკადემიის მიერ ორგანიზებული ტესტირებით.

 

ინგლისურენოვან ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვა უცხო ქვეყნის აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილების/თანხმობის საფუძველზე.

Logo

აკადემია - შესაძლებლობები საზღვრების გარეშე

Contact info