უკან დაბრუნება reply

    დაშვების წინაპირობა

ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:

 

საბაკალავრო საგანამანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს სრული ზოგადი ან მასთან გათანაბრებული განათლების მქონე პირს, რომელსაც გააჩნია სახელმწიფოს მიერ დადასტურებული შესაბამისი დოკუმენტი - ატესტატი და რომელიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლის უფლებას მოიპოვებს საგანმანათლებლო პროგრამაზე.

 

საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლა დასაშვებია:

 

         - უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება;

 

         - საქართველოს მოქალაქეებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება და სრული ზოგადი განათლების ბოლო 2 (ორი) წელი ისწავლეს უცხო ქვეყანაში;

 

      - პირებისათვის (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც უცხო ქვეყანაში ცხოვრობდნენ ბოლო 1 (ერთი) წლის ან მეტი ხნის განმავლობაში, სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/ კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

 

საბაკალავრო პროგრამაზე სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან/პროგრამიდან მობილობის წესით გადმოსულ სტუდენტთა მიღება ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად.

 

 

Logo

აკადემია - შესაძლებლობები საზღვრების გარეშე

საკონტაქტო ინფორმაცია