დაფინანსება

თბილისის მერია  სტუდენტთა დაფინანსების პროგრამის ფარგლებში 1 სექტემბრიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღებას იწყებს.

პროგრამის ფარგლებში, დაფინანსდება საქართველოს მოქალაქე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირი, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაირიცხა ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე, ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის პროგრამაზე, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამაზე, ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო პროგრამაზე, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამაზე ან დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელიც არის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი და რეგისტრირებულია სოციალური მომსახურების სააგენტოს „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და მინიჭებული სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 150 000-ზე და „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან“ ამონაწერში ოჯახის საცხოვრებელი ადგილის მისამართად მითითებულია ქალაქი თბილისი.

დეტალურ ინფორმაციას გაეცანით:

No photo description available.

066

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აირჩიე თბილისის თავისუფალი აკადემია პირველ პრიორიტეტად, მოხვდი ათეულში და მიიღე 50% - იანი შიდა გრანტი!!! თბილისის თავისუფალი აკადემია ეს შენი  სწორი არჩევანია!!! შემოხაზე 066 - გახდი ჩვენი სტუდენტი...

TOP