საქსტატის ინფრასტრუქტურის გაძლიერება და შესაძლებლობების განვითარება

თბილისის თავისუფალი აკადემიის რექტორმა ქალბატონმა სალომე პირველმა მონაწილეობა მიიღო გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის - “საქსტატის ინფრასტრუქტურის გაძლიერება და შესაძლებლობების განვითარება" ღონისძიებაში.

გასვლით სამუშაო შეხვედრაში ასევე მონაწილეობა მიიღეს სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებმა და ათამდე უმაღლესი სასწავლებლის აკადემიურმა პერსონალმა.

ორ დღიანი სამუშაო შეხვედრისას, მონაწილეები გაეცნენ საქართველოს სტატისტიკის სისტემის განვითარების ძირითად მიმართულებებს, საქსტატის მიერ შემუშავებულ პროდუქტებს და 2020-2023 წლების განვითარების სტრატეგიას, ასევე, განიხილეს სტატისტიკური მაჩვენებლების გაანგარიშების მეთოდოლოგიური თავისებურებები და მათ გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხები.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური თბილისის თავისუფალი აკადემიის პარტნიორია.

066

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აირჩიე თბილისის თავისუფალი აკადემია პირველ პრიორიტეტად, მოხვდი ათეულში და მიიღე 50% - იანი შიდა გრანტი!!! თბილისის თავისუფალი აკადემია ეს შენი  სწორი არჩევანია!!! შემოხაზე 066 - გახდი ჩვენი სტუდენტი...

TOP