სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების სოციალური პროგრამა

პროგრამა ითვალისწინებს გარკვეული კატეგორიის სტუდენტების:

მაღალმთიანი სოფლის სტატუსის მქონე სკოლის კურსდამთავრებულების;

ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები პირების;

აზერბაიჯანულენოვანი/სომხურენოვანი სკოლის კურსდამთავრებულების;

ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლის სკოლადამთავრებულების;

ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში დაღუპულთა და მკვეთრად/მნიშვნელოვნად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანების ან მათი შვილების;

ობოლი (უდედმამო);

მრავალშვილიანი (ოთხი და მეტი შვილით);

სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფი;

შეზღუდული შესაძლებლობის;

აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე პირების და სოციალურად დაუცველი (ოჯახის სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 70000-ზე) - დაფინანსებას სახელმწიფო სასწავლო გრანტით.

 

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში სწავლის დაფინანსებასთან დაკავშირებით, განაცხადები მიიღება მხოლოდ ონლაინ რეჟიმში 2021 წლის 10 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის 18:00 საათამდე http://socreg.mes.gov.ge პორტალზე რეგისტრაციით. ელექტრონული რეგისტრაციის პორტალზე გადასვლა შესაძლებელია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებგვერდიდან (ბანერი - სტუდენტთა დაფინანასება სოციალური პროგრამის ფარგლებში).

066

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აირჩიე თბილისის თავისუფალი აკადემია პირველ პრიორიტეტად, მოხვდი ათეულში და მიიღე 50% - იანი შიდა გრანტი!!! თბილისის თავისუფალი აკადემია ეს შენი  სწორი არჩევანია!!! შემოხაზე 066 - გახდი ჩვენი სტუდენტი...

TOP