გლობალური პოსტპანდემიური გამოწვევები

კონფერენციის ჩატარების თარიღი: 2021 წლის 22 ოქტომბერი, 12:00 საათი.

კონფერენციის ჩატარების ადგილი: თბილისის თავისუფალი აკადემიის ადმინისტრაციული შენობა.

მის.: ქ. თბილისი, ჯ. ნადირაძის ქუჩა N46.

კონფერენციის სამუშაო ენა: ქართული

საკონფერენციო მასალის მიღება: 24.05.2021 - 22.08.2021

 

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:

აკადემიური და სამეცნიერო - კვლევითი სფეროს წარმომადგენლებს;

აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს;

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებს;

დოქტორანტურის, მაგისტრატურის და ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს;

დამოუკიდებელ მკვლევარებს.

 

კონფერენციით გათვალისწინებულია:

ქართველ და უცხოელ მეცნიერ - მკვლევართა შრომებისა და კვლევების გაცნობა;

კონფერენციის კრებულის გამოცემა ISBN კოდით;

პარტნიორული ურთიერთობების ფორმირება და კონტაქტების დამყარება.

 

საკონფერენციო მასალის გაფორმების ინსტრუქცია და სტრუქტურა:

სატიტულო ფურცელი - უნდა მიეთითოს ავტორის სახელი და გვარი, სამეცნიერო ხარისხი, სტატუსი/თანამდებობა, საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, ელ.ფოსტა);

აბსტრაქტი (არაუმეტეს 500 სიტყვა), საკვანძო სიტყვები;

ძირითადი ტექსტი (სტატია): A4 ფორმატის 3-7 გვ. შრიფტი - Sylfaen; შრიფტის ზომა - 12; ინტერვალი სტრიქონებს შორის - 1.5 სმ;  ველების დაშორება მარჯვენა და მარცხენა მხარეს - 2 სმ, ზედა და ქვედა - 2 სმ;  გვერდები უნდა დაინომროს ქვედა მარჯვენა მხარეს.

დასკვნა;

გამოყენებული ლიტერატურა დაწერილ უნდა იყოს რომაული ალფავიტით;

ნაშრომის სათაური, ავტორ(ებ)ის სახელი, გვარი, წოდება ინგლისურ ენაზე;

სამეცნიერო სტატიას უნდა ახლდეს ავტორისეული რეზიუმე ინგლისურ ენაზე. რეზიუმე ინგლისურ ენაზე (150-200 სიტყვა), შესრულებული Sylfaen-ში, შრიფტის ზომა - 10;

სტატიას აუცილებლად უნდა ჰქონდეს რეცენცია ქართულ და ინგლისურ ენაზე;

 

რეფერატი უნდა შეიცავდეს სტატიის შინაარსის შემდეგ ასპექტებს:

სამუშაოს საგანი, თემა, მიზანი;

სამუშაოს ჩატარების მეთოდი ან მეთოდოლოგია;

სამუშაოს შედეგები;

შედეგების გამოყენების სფერო;

დასკვნები.

 

რეფერატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

უნდა გადმოსცემდეს სამუშაოს არსს და გასაგები იყოს მკითხველისათვის თვით პუბლიკაციის წაკითხვის გარეშე. იგი არ უნდა შეიცავდეს ისეთ მასალას, რაც არ არის პუბლიკაციის ძირითად ტექსტში.

რეფერატის ტექსტი უნდა იყოს ლაკონიური და მკაფიო, თავისუფალი ზედმეტი სიტყვებისაგან, გამოირჩეოდეს ფორმულირების დამაჯერებლობით.

სტატიის შინაარსის გადმოცემის თანმიმდევრობა შეიძლება შეიცვალოს, თავდაპირველად გადმოცემულ იქნას სამუშაოს შედეგები და დასკვნები. სამუშაოს საგანი, თემა, მიზანი გადმოიცემა იმ შემთხვევაში, როცა ის არ ჩანს სტატიის სათაურში. სამუშაოს ჩატარების მეთოდი ან მეთოდოლოგია აღწერილ უნდა იქნას იმ შემთხვევაში, თუ იგი გამოირჩევა სიახლით ან საინტერესოა ამ სამუშაოში გამოყენების თვალსაზრისით.

სამუშაოს შედეგები გადმოცემულ უნდა იქნას უკიდურესად ზუსტად და მკაფიოდ, მოცემულ უნდა იყოს ძირითადი თეორიული და ექსპერიმენტული შედეგები, ფაქტიური მონაცემები, აღმოჩენილი ურთიერთკავშირები და კანონზომიერებები. ხაზი უნდა გაესვას იმ ახალ შედეგებს, რომლებიც უარყოფენ არსებულ თეორიებს, აგრეთვე იმ მონაცემებს, რომელთაც, ავტორის აზრით, აქვთ პრაქტიკული მნიშვნელობა.

სტატიის სათაურში მოცემული ფრაზები არ უნდა განმეორდეს რეფერატის ტექსტში. უნდა შევეცადოთ არ გამოვიყენოთ ჩართული სიტყვები (მაგალითად, „სტატიის ავტორი განიხილავს...“). ადრე გამოქვეყნებული სამუშაოების აღწერა ან საყოველთაოდ ცნობილი დებულებები რეფერატში არ უნდა მოხვდეს.

რეფერატის ტექსტი უნდა შეესაბამებოდეს სამეცნიერო და ტექნიკური დოკუმენტების ენას, არ უნდა გამოვიყენოთ კალკი, საჭიროა დაცულ იქნას ერთიანი ტერმინოლოგია მთელ ტექსტში.

შემოკლებები და პირობითი აღნიშვნები, გარდა საზოგადოდ მიღებულისა, გამოყენებულ უნდა იქნას გამონაკლის შემთხვევებში ან უნდა მოხდეს მათი განმარტება პირველივე ხსენებისას.

ფიზიკური სიდიდეების ერთეულები მოცემულ უნდა იყოს საერთაშორისო სისტემების შესაბამისად. ცხრილები, ფორმულები, ნახაზები, სურათები, სქემები, დიაგრამები რეფერატში გამოიყენება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, როცა ისინი ასახავენ დოკუმენტის ძირითად შინაარსს და საშუალებას იძლევიან შემცირდეს რეფერატის მოცულობა.

რეფერატის ტექსტის მოცულობა განისაზღვრება დოკუმენტის შინაარსის და სირთულის მიხედვით. მისაღებად მიჩნეულია 1000 ნიშანი ან 100-250 სიტყვა.

 

რეფერატი ინგლისურ ენაზე უნდა იყოს:

ინფორმაციული (არ შეიცავდეს ზოგად ფრაზებს);

ორიგინალური (არ იყოს ქართულენოვანი რეფერატის კალკი);

შინაარსიანი (ასახავდეს სტატიის ძირითად შინაარსს და კვლევის შედეგებს);

სტრუქტურირებული (მისდევდეს სტატიის ლოგიკას)

„ინგლისურენოვანი“ (დაწერილი ხარისხიანი ინგლისური ენით და ინგლისურენოვანი სპეციალური ტერმინებით)

კომპაქტური (შეიცავდეს 100-დან 250 სიტყვამდე).

 

საკონფერენციო მასალები უნდა გაიგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:

info@freeacademy.edu.ge

საკონტაქტო პირი საკონფერენციო საკითხებთან დაკავშირებით:

სოფიკო ალფაიძე 

ტელ: 599 07 36 76

 

066

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აირჩიე თბილისის თავისუფალი აკადემია პირველ პრიორიტეტად, მოხვდი ათეულში და მიიღე 50% - იანი შიდა გრანტი!!! თბილისის თავისუფალი აკადემია ეს შენი  სწორი არჩევანია!!! შემოხაზე 066 - გახდი ჩვენი სტუდენტი...

TOP