თბილისის თავისუფალ აკადემიაში რიგით XII-ე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება

კონფერენციის ჩატარების თარიღი: 2020 წლის 08 ივლისი, 12:00 საათი
კონფერენციის ჩატარების ადგილი: ქ. თბილისი, ჯ. ნადირაძის ქ. N46. თბილისის თავისუფალი აკადემია
კონფერენციის სამუშაო ენა: ქართული
საკონფერენციო მასალების წარმოდგენის ვადები: საკონფერენციო მასალის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2020 წლის 10 ივნისი

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:
- აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი სფეროს წარმომადგენლებს;
- აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს;
- უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებს;
- დოქტორანტურის, მაგისტრატურის და ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს;
- დამოუკიდებელ მკვლევარებს;

კონფერენციით გათვალისწინებულია:
- ქართველ და უცხოელ მეცნიერ-მკვლევართა შრომებისა და კვლევების გაცნობა;
- კონფერენციის კრებულის გამოცემა ISBN კოდით;
- პარტნიორული ურთიერთობების ფორმირება და კონტაქტების დამყარება;

საკონფერენციო მასალის გაფორმების ინსტრუქცია და სტრუქტურა:
- სატიტულო ფურცელი - უნდა მიეთითოს ავტორის სახელი და გვარი, სამეცნიერო ხარისხი, სტატუსი/თანამდებობა, საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, ელ.ფოსტა);
- აბსტრაქტი (500 სიტყვა), საკვანძო სიტყვები;
- ძირითადი ტექსტი (სტატია): A4 ფორმატის 3-7 გვ. შრიფტი - Sylfaen; შრიფტის ზომა - 12; ინტერვალი სტრიქონებს შორის - 1.5სმ; ველების დაშორება მარჯვენა და მარცხენა მხარეს - 2.5 სმ, ზედა და ქვედა 2 სმ; გვერდები უნდა დაინომროს ქვედა მარჯვენა მხარეს.
- დასკვნა;
- გამოყენებული ლიტერატურა;
- ნაშრომის სათაური, ავტორ(ებ)ის სახელი, გვარი, წოდება ინგლისურ ენაზე;
- რეზიუმე ინგლისურ ენაზე (150-200 სიტყვა), შესრულებული Sylfaen-ში, შრიფტის ზომა - 10.

საკონფერენციო მასალები უნდა გაიგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: atvaliashvili@freeacademy.edu.ge
საკონტაქტო პირი საკონფერენციო საკითხებთან დაკავშირებით: ანა თვალიაშვილი ტელ: +995 599 23 00 15

 

 

066

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აირჩიე თბილისის თავისუფალი აკადემია პირველ პრიორიტეტად, მოხვდი ათეულში და მიიღე 50% - იანი შიდა გრანტი!!! თბილისის თავისუფალი აკადემია ეს შენი  სწორი არჩევანია!!! შემოხაზე 066 - გახდი ჩვენი სტუდენტი...

TOP