ახალი თანამშრომლობა

თბილისის თავისუფალ აკადემიასა და აღსრულების ეროვნულ ბიუროს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი.
 
მემორანდუმს ხელი მოაწერეს თბილისის თავისუფალი აკადემიის რექტორმა ქალბატონმა სალომე პირველმა და აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარემ ბატონმა მირიან ხარაბაძემ.
 
მხარეები ხელს შეუწყობენ აკადემიის სტუდენტთა კვალიფიკაციის ამაღლების პროცესს, საინფორმაციო სახის შეხვედრების ორგანიზებასა და პრაქტიკული კურსის განხორციელებას.

Logo

აკადემია - შესაძლებლობები საზღვრების გარეშე

საკონტაქტო ინფორმაცია