მობილობა ერთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა დაწესებულებაში სტუდენტის გადასვლის პროცესია.

სტუდენტთა მობილობის პროცესის ადმინისტრირებას ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა.

მობილობა ხორციელდება წელიწადში ორჯერ – შემოდგომისა და გაზაფხულის სემესტრების ბოლოს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მიერ დადგენილ ვადებში.

თუ გსურთ თბილისის თავისუფალ აკადემიაში სწავლის გაგრძელება, უნდა დარეგისტრირდეთ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ელექტრონულ პორტალზე და კანონით დადგენილი წესით მოიპოვოთ ჩვენთან მობილობის უფლება.

მას შემდეგ, რაც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდან მოიპოვებთ თბილისის თავისუფალ აკადემიაში მობილობის უფლებას, უნდა გაიაროთ შიდა რეგისტრაცია.

ქართული
თბილისის თავისუფალი აკადემია
ზედა პანელზე გადასვლა